აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული სავაჭრო ტარიფები უკანონოდ მიიჩნია და მათი უმეტესობა დაბლოკა.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ასეთი გადაწყვეტილება რამდენიმე სასამართლო დავის განხილვის შემდეგ მიიღო. კოლეგიის აზრით, ტარიფების შემოღებით აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა.

სასამართლოს დასკვნით თანახმად, ტრამპმა 1977 წელს მიღებული საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი დაარღვია. 

განაჩენი ბლოკავს იმ ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მიიღო.