ბრაზილია ავიაკატასტროფაში დაღუპულებს გლოვობს. ქალაქ სან-პაულუს შტატის გუბერნატორმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამტკიცებს, რომ 2010 წელს აშენდა და კარგ მდგომარეობაში იყო. ბორტზე მყოფ პირთაგან ეკიპაჟის ოთხი წევრი იყო სათანადოდ ლიცენზირებული, რომლებსაც მოქმედი კვალიფიკაცია ჰქონდათ.
თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში დაეშვა, მაგრამ ადგილზე არავინ დაშავებულა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი სახლი დაზიანდა.
გავრცელებული ცნობით, ვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი კასკაველიდან სან-პაულუში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა.
ბორტზე 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.