ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ ზელენსკი დიქტატორია, უკრაინისთვის ომის აცილება შეეძლო და 4%-ის მხარდაჭერა აქვს.
"უსინდისობის მწვერვალია ზელენსკისთვის იმის დაბრალება, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, დიქტატორია, უკრაინელების მხოლოდ 4%-ის მხარდაჭერა აქვს და უკრაინის მინერალური რესურსების მიტაცება სურს დახმარების სანაცვლოდ.
ზელენსკის სათავეში უდგას თავისი ქვეყნის წინააღმდეგობას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და იმსახურებს პატივისცემას, ცილი რომ არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი მთავარი მხარდამჭერი იყო", - წერს X-ზე ჯოზეფ ბორელი.
The height of dishonesty is accusing @ZelenskyyUa of having started the war against Russia, of being a dictator, of having the support of only 4% of Ukrainians, and of wanting to plunder Ukraine's mineral resources as payment for his help. (1/2)
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 20, 2025