ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, - წერს ბორელი Twitter-ზე.
ბორელი აღნიშნავს, რომ ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია ამის შეჩერება და ეს მისი არჩევანია.
ამასთან, ბორელი აცხადებს,რომ ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირი მზად არის ესკალაციას შემდგომი სანქციებით უპასუხოს.
25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე.