უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე ბევრად ადრე იცოდნენ, რომ მასთან მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა.
"ჩვენ ვიცოდით დიდი ხნით ადრე ICC-ის დაკავების ორდერამდე, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გასული წლის 30 სექტემბერს მიიღო სამართლებრივი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან შეუძლებელი იყო რუსეთის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ", - განუცხადა POLITICO-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ.
კულებამ თქვა, რომ უკრაინა არ უარყოფს მოლაპარაკებების იდეას, მაგრამ უარყოფს ვარაუდს, რომ პუტინთან პირად საუბარს მშვიდობის უზრუნველყოფას შეუძლია.
მისი თქმით, უკრაინას მშვიდობიანი მოლაპარაკების არაერთი მცდელობა ჰქონდა და რომ რუსეთმა ყველა ეს ძალისხმევა გათელა "აირჩია ბარბაროსული, გენოციდური, მტაცებლური ომი".