აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საჯაროდ გეგმავდა უკრაინის ნატო-ში ოფიციალურ მიწვევას, თუმცა შემდგომში ეს გადაიფიქრა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
მედიის ცნობით, უარის მიზეზი მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების დაბალი ალბათობა იყო.
„წევრობა, რომლის გარდაუვალობაზეც მოკავშირეებმა ივლისში განაცხადეს, პუტინმა ასევე განსაზღვრა, როგორც ომის საბაბი“, – წერს „ბლუმბერგი“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად დაიდება რიგი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები, რომლებიც უკრაინას გარკვეულ გარანტიებს მისცემს.
შეგახსენებთ, მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმაზე კომენტირებისას თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ნატო-ში არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.