ინდოეთის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეასრულებს, მათ შორის რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს. ქვეყნის მთავრობამ ბანკირებსა და ბიზნესებს სთხოვა დაიცვან რუსული ნავთობის ამჟამინდელი ფასის ლიმიტი - 60 დოლარი ბარელზე. ამის შესახებ Bloomberg, ანონიმურ თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ინდოეთმა ამ თემაზე დეტალური დისკუსია გამართა აშშ-სთან და G7-ის სხვა ქვეყნებთან G20-ის ბოლო შეხვედრის ფარგლებში. მხარეები კმაყოფილი დარჩნენ ამ დისკუსიის შედეგებით.
ბოლო თვეების განმავლობაში, ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულ ინდოეთს იაფი რუსული ნავთობი შემოაქვს, რაც ნარენდრა მოდის მთავრობისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე ინფლაციასთან საბრძოლველად მთავარი ინსტრუმენტია.
ამავდროულად, სულ რაღაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ინდოეთი პრაქტიკულად არ ყიდულობდა ნავთობს რუსეთის ფედერაციისგან. ამჟამად სამხრეთ აზიის ბაზარი რუსეთისთვის საკვანძო გახდა.
5 დეკემბერს ევროკავშირის, G7-ის ქვეყნების და ავსტრალიის მიერ შემოღებული რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი ამოქმედდა - ბარელზე 60 დოლარი.
მეცნიერთა ჯგუფის კვლევაზე დაყრდნობით, Bloomberg ადრე წერდა, რომ ნავთობის ფასის ზღვრის შემოღებამდე, რუსული ნავთობი საშუალოდ დაახლოებით 74 დოლარი ღირდა.