ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანია ნავთობს ყაზახეთიდან მიიღებს. Reuters აღნიშნავს, რომ ეს პირველად მოხდება რუსეთისთვის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შემდეგ.
ყაზახურმა ოპერატორმა KazTransOil-მა და რუსულმა კომპანია Transneft-მა 27 თებერვალს დაადასტურეს, რომ ნავთობს გერმანია Дружба-ს მილსადენით მიიღებს.
ყაზახეთი არ ექვემდებარება ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს, რომელიც დაწესებულია უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის საპასუხოდ. თუმცა, აზიური ქვეყნიდან ნავთობმა რუსეთის გავლით რამდენიმე ათასი კილომეტრი უნდა გაიაროს. ამისთვის მოსკოვი ტრანზიტის საფასურს იღებს.
გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ დაადასტურა ხელშეკრულებების არსებობა.
"ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა რუსეთი Дружба-ს გავლით ტრანზიტთან მიმართებით", - თქვა სამინისტროს სპიკერმა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები, სამწუხაროდ, რთულია პროგნოზირებადია, როგორც, მაგალითად, ეს მოხდა 2022 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა გაზის მიწოდება.
ნავთობი ყაზახეთიდან შვედტის (მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის ქალაქი) გადამამუშავებელ ქარხნამდე უნდა ჩავიდეს, რომელიც ომამდე თითქმის სრულად რუსეთიდან იღებდა ნავთობს. ემბარგოს შემოღების შემდეგ გერმანიის ბაზარი როსტოკის პორტის მეშვეობით იღებს მისთვის საჭირო ნედლეულის დაახლოებით ნახევარს.