ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები აწესებენ რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარს. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 5 თებერვალს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა ამოქმედდება.
"დიდ შვიდეულთან ერთად, ჩვენ დავაწესეთ ფასების ლიმიტები ამ პროდუქტებზე, შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები და უზრუნველვყოფთ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას." - თქვა მან.
მანამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შვედეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორც ევროკავშირისა და პარტნიორების მუდმივი პასუხის ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე.
"რადიო თავისუფლება ევროპის" რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიზელზე ზედა ზღვარი 100 დოლარია, სხვადასხვა ზეთებზე 45 დოლარი.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წერილობითი ვალდებულება მიიღეს, რომ მარტში გადახედონ რუსული ნედლი ნავთობის ზღვრულ ფასს, რომელიც ახლა 60 დოლარია.