გერმანიის მმართველი კოალიცია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებასა და რვა მილიარდ ევრომდე გაზრდაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული გეგმის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გერმანის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ორ პროცენტს გადააჭარბებს, რაც NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ დაპირებული მაჩვენებელია.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და მწვანეთა პარტია სამხედრო ხარჯების გაზრდაზე 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას შეთანხმდნენ.