გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მიმდინარე აქციების ამსახველი კადრებით ეხმიანება.
"ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს. ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს", - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და საქართველოში მიმდინარე აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს.