გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დახმარების მიწოდების შეწყვეტას უშუალოდ გერმანიისა და NATO-სთვისაც სახიფათო შედეგები მოჰყვება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და NATO-ს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს:

„ძნელია იმის გამოთვლა, რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“.

მან შეაჯამა, რომ ამ ომში უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება როგორც თავისუფალი უკრაინისთვის, ისე თავისუფალი ევროპისთვის, "ამიტომ, უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“.