აზერბაიჯანული გამოცემა „ტრენდი" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც წერს, რომ „საქართველოს ბანკი" სომხური სეპარატიზმის დაფინანსებაში მონაწილეობს.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში უწყვეტად გატარებული პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო სტრატეგიის შედეგად, სომხური სეპარატიზმი, რომელიც აგრძელებდა ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობას, განადგურდა და ისტორიის არქივში გადავიდა. საერთაშორისო სამართლის მიერ შექმნილმა პირობებმა და მსოფლიოს ქვეყნების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ცალსახად აღიარებამ განაპირობა სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გაჩენა. თუმცა, ზოგიერთი უცხოური ძალა, რომელიც არ ეთანხმება ახალ პოლიტიკურ წესრიგს, მათი წარმომადგენლები სომხეთში (რევანშისტები) და ყოფილ სეპარატისტულ ისტებლიშმენტთან დაახლოებული პირები ცდილობენ კიდევ ერთხელ დააყენონ ე.წ. ყარაბაღის საკითხი, - წერს „ტრენდი" და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „არცახის ხალხის ინტერესებისა და უფლებების დაცვის კავშირი" სეპარატისტული ხასიათისაა და მისი მიზნები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.
„ტრენდის " თქმით, ორგანიზაციას გაცხადებული აქვს, რომ სამოქალაქო შემოწირულებებით იმუშავებს და შემოწირულებების განხორციელება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვების და საკრედიტო ბარათების საშუალებით და აშშ დოლარში გადარიცხვის შუამავალი ბანკია CITIBANK NA, NEW YORK, RAIFFEISEN. ZENTRALBANK OESTERREICH AG ევროში (EUR), ხოლო რუბლებში (RUB) - AO RAIFFEISEN BANK, MOSCOW.
ამ პროცესში მთავარი ანგარიში ეკუთვნის სომხური წარმოშობის AMERIABANK-ს. მიმდინარე წლის დასაწყისში ბანკის აქციონერთა აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილება მოხდა და საკონტროლო პაკეტს, რომელსაც ადრე სომეხი მილიარდერ რუბენ ვარდანიანი ფლობდა, ამჟამად Bank of Georgia ფლობს.
განადგურებული სომხური სეპარატიზმის გაჩენა ახალი ფორმით, ამჯერად „არცახის ხალხის ინტერესებისა და უფლებების დაცვის კავშირის“ სახელწოდებით და ამ საქმიანობაში საქართველოს რესპუბლიკის მთავარ ბანკად მიჩნეული „საქართველოს ბანკის" - AMERIABANK-ის მთავარი აქციონერი ბანკის - მონაწილეობა არ შეესაბამება აზერბაიჯანულ-ქართული სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას. აზერბაიჯანი და საქართველო დიდი ხანია განიცდიან სეპარატიზმს და სხვადასხვა პლატფორმაზე ორივე ქვეყანამ გამოხატა მაღალი დონის მხარდაჭერა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ბაქომ მოახერხა სომხური სეპარატიზმის აღმოფხვრა, საქართველოს პრობლემები ე.წ. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დღემდე არ მოგვარებულა. სხვათა შორის, 90-იან წლებში აფხაზეთში სეპარატისტულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა „ბაგრამიანის" ბატალიონი, რომელსაც უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი მოსახლეობის დაუნდობელ რეპრესიებზე. ეს უდავოდ კარგად ესმის ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. „საქართველოს ბანკის" კუთვნილი AMERIABANK-ის მონაწილეობა აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე პრეტენზიის მქონე სეპარატისტული საქმიანობის დაფინანსებაში საერთაშორისო დანაშაულია.
Bank of Georgia-მ, რომელიც გახდა AMERIABANK-ის მთავარი აქციონერი, არ შეიძლება იგნორირება გაუკეთოს აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ პროექტს, რომლის ამოცანაც არის აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიებზე დიდი ხნის წინ ფესვგადგმულ სეპარატისტულ საქმიანობისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა, - წერს „ტრენდი".