აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია.
სიაში ახლა შეიყვანეს Alfa-Bank-ის დამფუძნებლები – მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები – გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც.
სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს გაუყინავენ აქტივებს აშშ-ში. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა.ოთხივე ბიზნესმენს, რომლებიც დაემატა აშშ-ის სანქციების სიას, ადრე დაუწესეს სანქციები ევროკავშირმა, კანადამ, ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ახალი ზელანდიამ.
ქვეყნები, რომლებმაც მათ სანქციები დაუწესეს, ამ სუბიექტებს მიიჩნევენ რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულად და უკრაინის ომის დამფინანსებლად.