შეერთებულმა შტატებმა რუსეთში 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა, რათა შეზღუდოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადოს ბრძოლის ველის მომარაგება და დაასუსტოს მისი ეკონომიკა. ამის შესახებ ცნობას შეერთებული შტატების ხაზინა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს, შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი სამომავლო ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.