ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ადამიანსა და ერთეულს ახალი სანქციები დაუწესა.
ვაშინგტონის თქმით, ზომების სამიზნე რუსული ენერგო-შესაძლებლობები, სანქციებისთვის თავის არიდების შეზღუდვა და ე.წ. კამიკაძე დრონებია, რომლებიც უკრაინის არმიისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მომტანია.
სანქციების ერთ-ერთი ობიექტია მსხვილი ერთეული, რომელიც მფლობელია ციმბირში მასიური პროექტისა და მონაწილეობს მის ექსპლუატაციასა და შემუშავებაში. პროექტი ცნობილია, როგორც Arctic-2 LNG, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ექსპორტის კონტროლის სიაში შეიყვანა 13 რუსული და უზბეკური ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, ან საგარეო პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო.
სანქციები შეეხო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჩინეთში დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, აგრძელებენ რუსეთში მაღალი პრიორიტეტის ორმაგი დანიშნულების საქონლის გაგზავნას, მათ შორის იმ კომპონენტების ჩათვლით, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობა თავისი იარაღის სისტემების გასაძლიერებლად.
სიაში ასევე მოხვდა რუსეთში დაფუძნებული შვიდი ბანკი და ათობით სამრეწველო ფირმა, რომლებიც აშშ-ის მხრიდან შემჩნეულები იყვნენ რუსეთში ნავთობის გაუმჯობესებისთვის ქიმიური აგენტების შექმნაში.