ევროკომისიამ, ილონ მასკი, მის სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter), პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის შესახებ "არაკანონიერი შინაარსის" გავრცელების შესახებ გააფრთხილა და მას სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ AFP იტყობინება.
"ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ თქვენი პლატფორმა, ევროკავშირის შიგნით. არალეგალური შინაარსისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება", - ნათქვამია ევროკომისრის შიდა ბაზრის საკითხების კომისრის ტიერი ბრეტონის წერილში, რომლითაც იგი მასკს მიმართავს.
წერილი შეიცავს გაფრთხილებას შესაძლო სანქციების შესახებ.
აგვისტოში ევროკავშირში ძალაში შევიდა ეგრეთ წოდებული ციფრული სერვისების აქტი, რომელიც სოციალური ქსელის ოპერატორებს ავალდებულებს, წაშალონ ყალბი ინფორმაცია. ამ აქტის დარღვევამ, შეიძლება, დიდი ჯარიმა გამოიწვიოს.