იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციებს უწესებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქცირებულთა შორის "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company-ია (ღაზაში დაფუძნებული კომპანია), რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს. მათ აქტივები გაეყინებათ.
იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული.