აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ "რადიო თავისუფლების" დაფინანსების შეჩერება გააუქმა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ხელს შეუწყობს რადიო "თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" (RFE/RL) ძალისხმევას, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მას სჭირდება მომდევნო კვირების განმავლობაში საქმიანობის გასაგრძელებლად.

"ამით სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა იმავე სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ სულ რამდენიმე საათით ადრე მიღებული გადაწყვეტილება", - წერს გამოცემა.