ბათუმის მერია ძლიერი ქარის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბათუმის მერიის ცნობით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.