ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებდა. თუმცა, როგორც "აიპრესს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია - შესრულდა ყველა რეისი გაფრენაც და ჩამოფრენაც.

ძლიერმა ქარმა სხვა პრობლემებიც შექმნა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.