ჰანტერ ბაიდენს სამი მუხლით ბრალი წაუყენეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. კიდე ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.
ჰანტერ ბაიდენმა 2023 წლის ივნისში დაიწყო მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც ეხებოდა ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის შესყიდვისას ტყუილს და მის მიერ გადასახადების დაგვიანებით გადახდის ბრალდებებს. თუმცა საპროცესო შეთანხმება ივლისში ჩაიშალა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯო ბაიდენის შვილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თარგმანი: საქართველოს პირველი არხი