ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბი-ბი-სი" იუწყება.
ამერიკელი ქალი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მოსკოვში ჩაფრინდა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.
რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში 59 წლის ტარა რიდმა თქვა, რომ თავს დაცულად გრძნობს ქვეყანაში და სურდა დარჩენა.
ტარა რიდის მტკიცებით, კონგრესის ოფისში დელავერის სენატორ ჯო ბაიდენის თანაშემწედ მუშაობის დროს, 1993 წელს, ბაიდენმა კაპიტოლიუმის შენობაში იგი კედელთან მოამწყვდია და ჯერ ბლუზის და შემდეგ ქვედაბოლოს ქვეშ შეუყო ხელი.
ჯო ბაიდენი მის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. რა თქმა უნდა არასდროს მომხდარა ასეთი რამ, - ამბობს იგი.
ტარა რიდი ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომლებმაც 2019-2020 წლებში განაცხადეს, რომ ბაიდენ მათ ეხვეოდა და კოცნიდა მათი ნების საწინააღმდეგოდ.
რიდის თქმით, მან დატოვა აშშ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა უთხრა, რომ ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდა.
„მსურს მივმართო რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს... გპირდებით, რომ კარგი მოქალაქე ვიქნები“, - თქვა ქალბატონმა რიდმა და დასძინა, რომ აშშ-ის მოქალაქეობის შენარჩუნების იმედი აქვს.