საჰაერო ძალების აკადემიაში დიპლომების გადაცემის ცერემონიის დროს წაიქცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სცენაზე წაიქცა. ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას თეთრი სახლი აწარმოებდა.
სამხედრო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის ასაკის შესახებ იხუმრა:
„როდესაც მე 300 წლის წინ საშუალო სკოლა დავამთავრე, განაცხადი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ჩასაბარებლად შევიტანე”, - თქვა ჯო ბაიდენმა.
ამ სიტყვებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან სცენაზე ყუთს წამოკრა ფეხი და წაიქცა. იგი შეეცადა დამოუკიდებლად წამომდგარიყო, მაგრამ ვერ შეზლო და მას დაცვის თანამშრომლები მიეხმარნენ.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა კვლავ დაიკავა სცენაზე თავის ადგილი. ინფორმაცია რაიმე სახის ტრავმის მიღების შესახებ არ გავრცელებულა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ის თავს გრძნობს „მშვენივრად".