აშშ-ის ჰელსინკის კომისია შოვში მომხდარ სტიქიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, აშშ საქართველოს გვერდითაა.
„ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან შოვში ჩამოწოლილი ტრაგიკული მეწყერის შემდეგ. აშშ და მისი ხალხი თქვენ გვერდითაა“, – ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.