აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის, აშშ-ის ნაკრები გუნდის მარცხს პენალტების სერიაში შვედეთის ნაკრებთან თავის სოციალური ქსელით გამოეხმაურა
„აშშ-ის ქალთა ფეხბურთის გუნდის შვედეთთან „შოკის მომგვრელი და სრულიად მოულოდნელი" მარცხი - სრული სიმბოლიზირებაა იმისა, რაც უკუღმართი ჯო ბაიდენის ხელში ჩვენი ოდესღაც დიდებულ ერის თავს ხდება", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში და იქვე ირონიულად მიმართავს ნაკრების ფეხბურთელს, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბუცის" და „ოქროს ბურთის" მფლობელს, მის კრიტიკოსს, ღია გეის და 2022 წლის ივლისში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოებულ მეგან რაპინოუს:
„შესანიშნავი დარტყმა იყო, მეგან"
პოსტს ტრამპი ასრულებს სიტყვებით: „აშშ ჯოჯოხეთისკენ მიექანება!!! გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი"
მეგან რაპინოუ თავის შეყვარებულს, აშშ-ის კალათბურთელთა ნაკრების წევრს, სიუ ბიორდს ოლიმპიური თამაშების ტიტულის მეხუთედ მოპოვებას ულოცავს
მეგან რაპინოუ ტაილანდის ნაკრებთან მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას
ქალთა შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 1991 წლიდან ტარდება. განვლილ რვა ჩემპიონატში აშშ-ის გუნდმა 4-ჯერ ჩემპიონობა მოიპოვა, ერთხელ მე-2 ადგილზე გავიდა, 3-ჯერ კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
https://www.fifa.com/fifaplus/en/watch/3d0ag7nYDdM5RJY6yezp1V