ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ 32 პოლიტპატიმარი შეიწყალა.

ისინი გასამართლებული იყვნენ "ექსტრემიზმის" მუხლით. შეწყალებულთა შორის 8 ქალი და 24 მამაკაცია. მათი ვინაობა არ სახელდება.

"ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი და შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ",- თქვეს ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ბოლო 5 თვეში ლუკაშენკომ ჯამში 178 პოლიტპატიმარი შეიწყალა.