ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ სურს "დსთ-ის ოჯახის" თავდაპირველი შემადგენლობით აღდგენა.

"ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - ციტირებს ლუკაშენკოს სიტყვებს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".

ლუკაშენკოს თქმით, წევრმა ქვეყნებმა უნდა დააფასონ ის, რაც აქვთ თანამეგობრობაში.

"ყველა, ვინც არ დაშორებულა ჩვენს თანამეგობრობას, დღეს კარგ შედეგებს აჩვენებს. მათ არ დაუკარგავთ კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და რჩებიან საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტებად", - განაცხადა მან.