ყველანაირად ვცდილობდით სომხებს დავხმარებოდით, ვთანამშრომლობდით, როგორც უახლოეს ხალხთან, ყველანაირად ვეხმარებოდით, მაგრამ, დასავლეთი, ევროკავშირი მოუნდათ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
"კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ, როგორც ადრე, ყველა ნაკლოვანებისა და ნიუანსის მიუხედავად, გვექნებოდა კეთილი ურთიერთობები სომხეთთან. დამიჯერეთ, ამაში ჩვენი ბრალეულობა აბსოლუტურად არ არის. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, ჩვენ ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, ყველანაირად ვეხმარებოდით. მაგრამ, აი, ხედავთ, მათ დასავლეთი, ევროკავშირი მოუნდათ.
რომელი დასავლეთი? ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის, მაგრამ ხომ ხედავთ მათ პოლიტიკას... ხვალ ამერიკაში ახალი ხელმძღვანელობა მოვა, თუნდაც ძველი ახალია - აი, ნახავთ, სულ სხვა პოლიტიკა იქნება. მათი ჩვევაა: "ვინ ხართ? ჩვენ თქვენ არ გიცნობთ". როგორ არ გვიცნობთ, ჩვენ ხომ ვმეგობრობდით, თქვენ ჩვენ იარაღით გვამარაგებდით... - არა, ჩვენ არ ვიყავით. აი, ეს არის მათი პოლიტიკა. და მე მუდმივად ვეუბნებოდი თქვენს ხელმძღვანელობას ამის შესახებ. თუ, მე ვამბობ, რომ არ გესმით, მაშინ მე უკვე ძველი ადამიანი ვარ პოლიტიკაში. ბევრი მინახავს. მათ ვერ ენდობი", - თქვა ლუკაშენკომ.