გაზმომარაგების კომპანია "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი უცვლელად გთავაზობთ. 

განახლება: ამ დროისთვის ჩართვები დაწყებულია შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები, ვაკე.

 გთხოვთ ყურადღებით იყავით გაზის ონკანებთან. თქვენს მისამართზე გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით sms-ს მიიღებთ. ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 აბონენტს შეუწყდა. გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროცესი სრულად ხვალ 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, "თბილისი ენერჯიმ" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა - მიმდინარეობს მოკვლევა