ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, - კომპანია "თბილისი ენერჯი" გაზის მილსადენის დაზიანების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
"დამატებითი დეტალები ავარიის შესახებ:
თბილისი ენერჯი გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.
დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში."- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.