გურიაში, დიდთოვლობის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად SOCAR Georgia Petroleum ვდგავართ საინიციატივო ჯგუფების გვერდით და საწვავით უზრუნველვყოფთ Off-road Club Georgia-ს, რომელიც უმოკლეს ვადაში დაიძვრება რეგიონისკენ, რათა დაზარალებულ ოჯახებს სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება მიაწოდოს.
ასევე, დროული რეაგირებისთვის, მუდმივად ვაახლებთ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით.ერთად უფრო სწრაფად და ეფექტურად დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე, გატყობინებთ, რომ სტიქიის გამო ზოგიერთ რეგიონს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. SOCAR Georgia Gas -ის მთელი გუნდი 24/7-ზე მუშაობს პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ გაზის ონკანები და დანადგარები და დაელოდოთ კომპანიის სმს შეტყობინებას. - ნათქვამია "სოკარის" გავრცელებულ ინფორმაციაში.