ამერიკელმა ფოტოგრაფმა და National Geographic-ის მკვლევარმა, ჰეილი სედლერმა გასული წელი თბილისში გაატარა და იმ უკრაინელი ლტოლვილების ყოველდღიური ცხოვრების აღწერას დაუთმო, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება, ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო მოუწიათ. საქართველოში უკრაინული ოჯახების ისტორიების შეგროვება და მათ შესახებ მდიდარი ფოტო მასალის შექმნა პროექტად „სახლიდან შორს“ აქცია, რომელიც აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით წარიმართა.
ჰეილის ეს თემატური გამოფენა მონაწილეობდა ქოლგა - თბილისის ფოტო ფესტივალზე, შემდეგ უკვე გორში - ხელოვნების სასახლეში გამოიფინა.
ფოტოები პროექტიდან National Geographic -ის ქართული გამოცემის ივნისის ნომერში დაიბეჭდა და ჟურნალის სათავო ოფისის მიერ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად (Best Edit) დასახელდა.
სილქნეტისა და National Geographic საქართველოს მიწვევით, ჰეილი სედლერი თემით დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდა და იმ დეტალებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა, რაც თან ახლავს ომს და ომის შედეგებს.
„ამ პროექტის მიზანია, იმ ფსიქოლოგიური და ემოციური ტვირთის შესახებ თხრობა, რასაც უკრაინული ოჯახები თან ატარებენ. ისინი ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. ეს სხვადასხვა კულტურებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია“ - აღნიშნავს ავტორი.
ლექციის შემდეგ, ჰეილიმ დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და ყველაზე საინტერესო შეკითხვის ავტორს საკუთარი ნამუშევარი გადასცა. ღონისძიებაზე მოსულ თითოეულ სტუმარს საშუალება ჰქონდა National Geographic საქართველოს ახალი გამოცემის შესახებ რედაქტორისგან მოესმინათ და თან წაეღოთ სექტემბრის ნომერი.
საქართველოში National Geographic -ის რედაქციის დაარსება შესაძლებელი გახდა 2012 წელს, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით. დაინტერესებულ მკითხველს ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს ქართულ ენაზე გაეცნოს მრავალფეროვან თემატიკას:
ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია, ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია, კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა.
სილქნეტთან ერთად, რედაქცია აწყობს ფოტო კონკურსებს, ატარებს შემეცნებით ლექციებს.
მსურველს შეუძლია მოუსმინოს ლექციებს და საავტორო სტატიების პოდკასტებს SilkTV-ის, აპლიკაცია SilkGo-ს და ვებ SilkTV.ge ვიდეოთეკის განყოფილებაში სრულიად უფასოდ.
ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ. მასალების გაცნობა შესაძლებელია საიტზე nationalgeographic.ge.
ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში სტუდენტებზე და სილქნეტის მომხმარებლებზე მოქმედებს ფასდაკლება.