ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შექმნილ ვითარებაზე მყისიერად მოხდა რეაგირება და ადგილზე ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გზებზე მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც.
ძლიერმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, ენერგოკომპანიების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოები გაგრძელდება ამინდის პირობების გაუმჯობესებამდე და პროცესის სრულად დასრულებამდე.








