„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მარტის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის მარტში საქართველოში წარმოებული იყო 1,026188 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 9,2%-ით ნაკლებია წინა წლის მარტში წარმოებულთან (1,130057 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2025 წლის მარტის განმავლობაში იმპორტირებული იყო 251,500 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (105,525 მლნ კვტსთ) 138,3%-ით მეტია.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 100% (180,562 მლნ კვტსთ) და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (94,246+25,478=119,724 მლნ კვტსთ) 60,3% (72,159 მლნ კვტსთ) მოიხმარა.

იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსეთი წილი (180,562 მლნ კვტსთ) შეადგენს 71,8%-ს, აზერბაიჯანის წილი (52,142 მლნ კვტსთ) 20,7%-ს, სომხეთის (18,796 მლნ კვტსთ) კი 7,5%-ს.

სულ, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში წარმოებული იყო 2,809209 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 15,6%-ით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტში წარმოებულთან (3,326911 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2024 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 2025 წლის იანვარ-მარტში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემცირებულია 1,164 918 მლრდ კვტსთ-დან  965,316 მლნ კვტსთ-მდე ანუ 17,1%-ით, ქარის ელექტროსადგურის 19,426 მლნ კვტსთ-დან 18,606 მლნ კვტსთ-მდე ანუ 4,2%-ით, ჰიდროსადგურების კი 2,142568 მლრდ კვტსთ-დან 1,825287 მლრდ კვტსთ-მდე ანუ 14,8%-ით (შესაბამისად: მარეგულირებელი სადგურების 898,831 მლნ კვტსთ-დან 632,433 მლნ კვტსთ-მდე ანუ 29,6%-ით, სეზონური სადგურების 1,030341 მლრდ კვტსთ-დან 990,277მლნ კვტსთ-მდე ანუ 3,9%, მცირე სადგურების 213,398 მლნ კვტსთ-დან 202,577 მლნ კვტსთ-მდე ანუ 5,1%-ით).

2025 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში იმპორტირებული იყო 974,131 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (438,443 მლნ კვტსთ) 122,2%-ით მეტია.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა იანვარ-მარტში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 99,8% (578,404 მლნ კვტსთ) და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (188,597+50,918=239,515 მლნ კვტსთ) 77,9% (186,617 მლნ კვტსთ) მოიხმარა.

იანვარ-მარტში იმპორტირებულ ელექტროენერგიაში (974,131 მლნ კვტსთ) რუსეთი წილი (579,739 მლნ კვტსთ) შეადგენს 59,5%-ს, აზერბაიჯანის წილი (328,795 მლნ კვტსთ) 33,8%-ს, სომხეთის (65,595 მლნ კვტსთ) კი 6,7%-ს.

ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად გაჩერებული „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“ კვლავ გახდა ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი. მან ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელთა მიერ გახარჯული მთელი ელექტროენერგიის (283.627 მლნ კვტსთ) 28,99% (82,213 მლნ კვტსთ) მოიხმარა.