დღევანდელი საღამო აღდგომის საღამოა, რომელიც, პირველ რიგში, არის დიდი იმედის საღამო, ეს არის ზეიმი თავისუფალი ადამიანისა და ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რომლებიც მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ეკლესიებში ლოცულობენ, თავისუფალი ადამიანები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.

„ხელისუფლების მიერ არის მოგონილი, რომ საზოგადოება ააფორიაქონ, გადააბრალონ სხვებს და ოდესღაც ეს თუ მოხდა, თქვან, თითქოს მათი ბრალი არ არის. რეალურად ეს საფრთხე დღეს არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, ეს საფრთხეც მოვა, ეს იქნება მათი და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და სხვა არავისი – არც ევროპელების, არც საზოგადოების, ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი, მაგრამ ჩვენ ჯერ ვიბრძვით, ყველაფერს შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ ევროპულ გზას. ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.