საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გასავარდნ ზონაში მყოფმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ბრესტთან“ სამჯერ შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, ქულა გადაარჩინა და უახლოეს კონკურენტთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.
ზურიკო დავითაშვილმა flashscore - 7,7) თავი კარგი თამაშით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ დუბლის ავტორს სტუმართა გუნდიდან, ლუდოვიკ აჟორკეს ჰქონდა.
„სენტ-ეტიენი“ - „ბრესტი“ 3:3(2:3)
გოლები: 6' ლუდოვიკ აჟორკე 0:1, 16' ლუკას სტასინი 1:1, 25' აბდალაჰ სიმა 1:2, 34' ირვინ კარდონა (ზურიკო დავითაშვილი) 2:2, 37' ლუდოვიკ აჟორკე 2:3, 80' ირვინ კარდონა 3:3