საფრანგეთის ლიგა 2-ში მეთერთმეტე ტურის მატჩები მიმდინარეობს.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „გენგამთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ზურიკო დავითაშვილი (Flasshscore — 6.7) 68-ე წუთზე, არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათის მიღებიდან ოთხ წუთში შეცვალეს.
„გენგამი“ — „სენტ-ეტიენი“ 3:0(1:0)
მარცხის მიუხედავად „სენტ-ეტიენი“ ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. მას თერთმეტი თამაშიდან ოცდახუთი ქულა აქვს და მდევარს ერთი ქულით უსწრებს
მოამზადა რაულ კაპანაძემ




