ზურაბ დათუნაშვილი: ჩემს გამარჯვებას ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას ვუძღვნი
1619354699
ტელეკომპანია "მთავარის" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებას დაკავებულ ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას უძღვნის.
„მინდა ეს გამარჯვება პირველ რიგში მივუძღვნა მუსლიმ ძმებს – წულუკიძეებს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, მათ მოუწყევს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოდ სხედან ციხეში.
და ასევე, ჩემი გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები შევუმსუბუქო,"- განაცხადა დათუნაშვილმა.




