ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატიყინულზე მოცეკვავეების გამოსვლით დასრულდა. 

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელიც რიტმული ცეკვების შემდეგ მე-10 ადგილს იკავებდა, თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში 119,31 ქულა მიიღო და მე-9 ადგილი დაიკავა.

ორი დისციპლინის ჯამში დაგროვილი 198,65 ქულით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მე-10 ადგილზე გავიდნენ.