ასტანაში, ყაზახეთის გრანდ სლემზე, დასრულდა ასპარეზობა 73 და 81 კგ წონით კატეგორიებში.
81 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა იპონით დაამარცხა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსი ძიუდოისტი დავიდ კარაპეტიანი და ყაზახეთის გრან სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
1. ჯონ ჰვან ლი (კორეა)
2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
3. ზაურ დვალაშვილი (საქართველო)
3. აბილაიხან ჟუბანაზარი (ყაზახეთი)
ამავე წონაში ირაკლი ბეროშვილმა პირველი შეხვედრა წააგო ბრაზილიელ ლუან ალმეიდასთან.
73 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში მიხეულ ბახბახაშვილი ოქროს დროს შიდოებით დამარცხდა მასპინძელ იესეკ კუანოვთან.
ამავე წონაში ირაკლი ჩიხელიძემ პირველივე შეხვედრა დათმო მსოფლიო ჩემპიონთან, შვეიცარიელ ნილს სტუმპთან.
1. ნილს სტუმპი (შვეიცარია)
2. ყაზბეგ ნაგუჩევი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები)
3. ანხზაია ლავაჯარგალი (მონღოლეთი)
3. იესეტ კუანოვი (ყაზახეთი)
გუშინ ძიუდოისტებმა 60-66 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს მედლები.
60კგ
1. იზნაურ საევი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. ტალგატ ორინბასარი (ყაზახეთი)
3. ამან ბაკიტჟანი (ყაზახეთი)
3. მაგზან შამშადინი (ყაზახეთი)
ამ წონაში მოასპარეზე თორნიკე მაზიაშვილმა პირველი შეხვედრა უნგრელ ჩანად ფეჩკოს მოუგო, მეორეში კი იზნაურ საევთან დამარცხდა.
66კგ
1. რამაზან აბდულაევი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. გუსმან კირგიზბაევი (ყაზახეთი)
3. მუხრიდინ ტილოლოვი (უზბეკეთი)
3. ჯანსანტდორ უნურბატი (მონღოლეთი)