სტამბოლში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლო თვარამეტი ლიცენზიისთვის ბრძოლაში ჩაებნენ
ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური 65-97-125 კგ წონით კატეგორიებში აქვთ მოპოვებული, დღეს კი 57-74-86 წონით კატეგორიებში ლიცენზიების მოსაპოვებლად ჩაებნენ ორთაბრძოლებში.
86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ მეთექვსმეტედფინალში შვეიცარიელ შტეფან რაიმუთს 9:1 სძლია, მერვედფინალში ამერიკის სამოას წარმომადგენელ არისტონ ფლაამოლასი ბარტლის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელ ლარს შეფლეს 7:2 დაამარცხა.
ვლადიმერ გამყრელიძე ბულგარელ მაგომედ რამაზანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პარიზის ოლიმპიური თამაშებს საგზურს მოიპოვებს, მარცხის შემთხვევაში კი ხვალ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება.
74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პირველი შეხვედრა 10:0 მოუგო კენიელ მათაილა მაჰაბილას, მერვედფინალში კი 4:5 დამარცხდა ალბანელ ჩერმენ ვალიევთან.
ალბანელმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში იტალიელ ფრანკ ჩამიზოს ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში აჯობა და ნახევარფინალში მისი გამარჯვების შემთხვევაში ავთანდილ კენჭაძე ხვალ რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრძოლას საგზურისთვის.
57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა ირანელ ალირეზა ნოსრატოლა სარლაკთან 3:9 წააგო მერვედფინალური შეხვედრა და ასპარეზობას გამოეთიშა.