ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გამყრელიძემ ბერძენი გიორგიოს კუგიუმციდისი დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი მედალი მოუტანა.

ხვალ, პირველ ნოემბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მირიან მაისურაძე (92 კგ) იჭიდავებს.