დღეს, ასტანაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 61-70-86-125 კგ წონით კატეგორიებში მედლები გაითამაშეს, ხოლო 57-74-79-92 კგ წონებში წინასწარი შეხვედრები გამართეს.

86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ბერძენი გეორგიოს კუიუმციდისი 6:0 დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.



ამ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი ლეგენდარულმა ამერიკელმა 35 წლის კაილ დეიკმა მოიპოვა. ამერიკელი 2018 და 2019 წლებში 79 კგ წონაში იყო მსოფლიო ჩემპიონი, 2021 და 2022 წლებში კი 74 კგ წონაში. დღეს, 2020 წლის ტოკიოს და 2024 წლის პარის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა კაილ დეიკმა მსოფლიო ჩემპიონატებზე თავის მეექვსე ფინალში მეხუთედ გაიმარჯვა. მან აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე, ცხინვალში დაბადებული არსენი ჯიოევი 3:2 დაამარცხა.

1. კაილ დეიკი (აშშ)
2. არსენი ჯიოევი (აზერბაიჯანი)
3. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო)
3. მალიკ შავაევი (ყირგიზეთი)

92 კგ წონაში  მირიან მაისურაძემ მერვედფინალში ბაჰრეიონელ მაგომედ შარიპოვს 4:1 მოუგო, მეოთხედფინალში მასპინძელ აზამატ დაულეტბეკოვს 4:3 სზლია და ნახევარფინალში რუს (დაღესტნელ) ამანულა გაჯიმაგომედოვთან 2:3 დამარცხდა.

მირიან მაისურაძე ხვალ ბრნჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
57 კგ წონაში გიორგი ღონიაშვილმა მერვედფინალში 0:5 წააგო მონღოლ მუნხ ერდენე ბატხუიაგთან და ამ უკანასკნელის მეოთხედფინალში მექსიკელ მოჭიდავესთან დამარცხების შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა.

74კგ წონაში გიორგი ელბაქიძე მეთექვსმეტედფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დამარცხდა, ხოლო ეს უკანასკნელი მერვედფინალში ყაზახ ნუროჟა კაიპანოვს ვერ გაცდა და  ელბაქიძე ასპარეზობას გამოეთიშა.

79 კგ წონაში ჩხიტუნიძემ მოლდაველი ლილიან ბალანი 4:1 დაამარცხა, მერვედფინალში რუს (ინგუშ) ისმაილ ხანიევთან 0:10 წააგო და ხანიევის ამერიკელ ლევი დევიდ ჰეინსთან მარცხის შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა.

61 კგ წონაში ჩემპიონი ირანელი აჰმად მასუდ მოჰამადნეჟადჯავანი გახდა. მან რუსი (დაღესტნელი) ზაურ უგაევი 9:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ფინალი ბაგაევმა ირანელთან 11:2 მოიგო.

61 კგ
1. აჰმად მასუდ მოჰამადნეჟადჯავანი (ირანი)
2. ზაურ უგუევი (რუსეთი)
3. მარკუს გლენ ბლეიზი (აშშ)
3. კვან მიონ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)

გიორგი ღონიაშვილი ათეულს მიღმა დარჩა და გუნდს ქულები ვერ მოუტანა.

70 კგ წონაში რუსმა (დაღესტნელმა) იბრაგიმ იბრაგიმოვმა ფინალში ყირგიზ ერნაზარ ახმატალიევს 5:2 სძლია

70 კგ
1. იბრაგიმ იბრაგიმოვი (რუსეთი)
2. ერნაზ ახმატალიევი (ყირგიზეთი)
3, ზეინ ალენ რეთერფორდი (აშშ)
3. ტულგა თუმურ-ოჩირი (მონღოლეთი)
აკაკი ქემერტელიძე ათეულში ვერ მოხვდა და გუნდს ქულები ვერ მოუტანა  

125 წონით კატეგორიაში ირანელმა ამირ ჰოსეინ აბას ზარემ რუსი(დაღესტნელი) აბდულა ყურბანოვი 11:0 დაამარცხა და მეოთხედ გახდა ოქროს მედლის მფლობელი

ამავე წონაში გიორგი მეშველდიშვილმა უნგრელი ვლადისლავ ბაიცაევს 10:0 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

125 კგ
1. ჰოსეინ ზარე (ირანი)
2. აბდულა ყურბანოვი (რუსეთი)
3. გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი)
3. უაით ეივერი ჰენდრიქსონი (აშშ)
ალექსანდრე აბრამიშვილი ათეულშივერ შევიდა და გუნდს ქულები ვერ მოუტანა.

ექსვ წონით კატეგორიაში ასპარეზობის დასრულების შემდეგ გუნდურ ჩათვლაში აშშ  120 ქულით პირველ ადგილზეა, რუსეთი 105 ქულით მეორე ადგილზე, ხოლო ირანი 80 ქულით მესამე ადგილზე. საქართველოს ნაკრები 21 ქულით მერვე ადგილზეა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ