„ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მამაჩემი გარდაიცვალა. ამის გამო ემოციები ბოლომდე ვერ გამოვხატე, სამუდამოდ დამრჩება გონებაში, რომ მილიონობით ადამიანი გავაბედნიერეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

Geo Team- ის ცნობით,  ვილი სანიოლმა YOUTUBE პოდკასტში უცნობი ისტორია გაიხსენა.
„პორტუგალიას რომ მოვუგეთ, ჰაერში დავფრინავდით ბედნიერებისგან, იმ პერიოდში კი მამაჩემი ცხოვრების ბოლო დღეებს გადიოდა, ამის შესახებ არავინ იცოდა. ყოველ წუთს ტელეფონს ვამოწმებდი, დედაჩემისგან ან ჩემი დისგან სიახლეს ველოდებოდი. რაღაც არსებობს: ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მამაჩემი გარდაიცვალა. ამის გამო ემოციები ბოლომდე ვერ გამოვხატე, სამუდამოდ დამრჩება გონებაში, რომ მილიონობით ადამიანი გავაბედნიერეთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.