ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მსხალაძემ (-85 კგ) ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
აღნიშნული პროფესიული ლიგა, ძირითადად, კონტაქტური სტილის კარატეს, კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის საშეჯიბრო წესებით მოასპარეზე მებრძოლებს აერთიანებს.
თითოეულ წონით კატეგორიაში სხვადასხვა საბრძოლო სპორტის სახეობის, მაღალი რეიტინგისა და კვალიფიკაციის რვა მებრძოლი ოლიმპიური სისტემით ასპარეზობდა; ქართველმა სპორტსმენებმა სამ-სამი შეხვედრა გამართეს და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს. - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს












