უზბეკეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის აზიის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, უზბეკეთის ნაკრებმა, აბუ-დაბის „ალ ნაჰიანის“ სტადიონზე 0:0 ითამაშა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.