დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი I ჯგუფში.

ფოკსბოროში, „ჟილეტ სტედიუმზე“, საფრანგეთმა ნორვეგიას 4:1 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საფრანგეთი - ნორვეგია 4:1(3:1)
გოლები: 7' და 20' უსმან დემბელე 1:0 და 2:0, 21' თელო ასგარდი 2:1, 32' უსმან დემბელე 3:1, 90+4' დეზირე დუე 4:1
50-ე წუთზე ფრანგების მეკარე მაიკ მენიომ იორგენ ლარსენის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია

ტორონტოში, „ბიმო ფილდზე“, სენეგალმა ერაყს დიდი ანგარიშით სძლია და რვა საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრაზე გააკეთა განაცხადი.

სენეგალი - ერაყი 5:0(1:0)
გოლები: 4' ჰაბიბ დიარა 1:0, 56' ისმაილა სარი 2:0, 59' და 71' პაპე გუეი 3:0 და 4:0, 82' ილიმან ნდიაიე 5:0
გაძევება: 13' რებინ სულაკა (ერაყი, წითელი ბარათი)



ამ მომენტისთვის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა:

მექსიკამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ (მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდება), შვეიცარიამ, კანადამ, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ (მეთექვსმეტედფინალში აშშ-ს შეხვდება), ბრაზილიამ (მეთექვსმეტედფინალში იაპონიას შეხვდება), მაროკომ (მეთექვსმეტედფინალში ნიდერლანდებს შეხვდება), აშშ-მა, გერმანიამ, კოტ დ'ივუარმა (მეთექვსმეტედფინალში ნორვეგიას შეხვდება), ეკვადორმა, საფრანგეთმა, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, იაპონიამ, შვედეთმა, არგენტინამ  და კოლუმბიამ.