საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ უკრაინასთან გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველო რადიო შემოგთავაზებთ.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელის პოსტზე უკრაინასთან მატჩი სადებიუტო იქნება რამაზ სვანაძისთვის, რომელმაც ამ პოსტზე რამდენიმე დღის წინ ვილი სანიოლი შეცვალა.

სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.