უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლოდნის ტურნირის ნახევარფინალში მეცამეტედ, ამჯერად უბრძოლველად, გავიდა. მას მეტოქე, ავსტრალიელი ალექს დე მინუარი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მატოქე იტალიელი ლორენცო მუსეტი იქნება. მან მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს 3:6, 7:6(7:5), 6:2, 3:6, 6:1 სძლია.


ნახევარფინალში ითამაშებენ აგრეთვე ესპანელი კარლოს ალკარასი, რომელმაც ამერიკელ ტომი პოლს 5:7, 6:4, 6:2, 6:2 მოუგო~


და რუსი დანილ მედვედევი, რომელმაც იტალიელ იანიკ სინერს 6:7(7:9), 6:4, 7:6(7:4), 2:6, 6:3 სძლია